თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო
კლუბის ,,საღი აზრი“ ინიციატივით და ქართული ენის მასწავლებლების ხელშეწყობით ჩატარდა
დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია-,,დაიცავი დედა ენა! არა ბარბარიზმს!“
ამ აქციის მიზანი იყო ქართული
ენის თვითმყოფადობის დაცვა და გაფრთხილება.
აქციის ფარგლებში სკოლის წინ
მოიხატა ასფალტი, კლუბის ლიდერმა მეგი გაგუამ გააკეთა პრეზენტაცია ქართული ენის მნიშვნელობის
შესახებ, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. კლუბის წევრებმა მოუწოდეს
სკოლის მოსწავლეებს ხელზე დაეწერათ სწორი და არასწორი სიტყვები და ამით უარყოფითი დამოკიდებულება
გამოეხატათ ბარბარიზმის მიმართ.
No comments:
Post a Comment