თორისის საჯარო
სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,საღი აზრი“ ინიციატივით
და ქართული ენის მასწავლებელების ხელშეწყობით აღინიშნა წიგნის საერთაშორისო დღე.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო
პლაკატი სახელწოდებით ,,რატომ უნდა წაიკითხო წიგნი“ და გააცნეს II-VI კლასის მოსწავლეებს.
შემდგომ მოსწავლეებმა ბიბლიოთეკიდან გამოიტანეს მათთვის სასურველი წიგნები და პრეზენტაციით
წარდგნენ კლასის წინაშე.
ამ ღონისძიების მიზანი იყო წიგნის პოპულარიზაცია
კომპიუტერის ჰეგემონიის საუკუნეში და ტექსტის სწრაფი-დიფერენცირებული კითხვის გამომუშავება
მოსწავლეებში.
No comments:
Post a Comment