Pages

Friday, 15 May 2015

ისტორიის კვირეული-თამარის ეპოქა

    თორსის საჯარო სკოლაში ჩატარდა ისტორიის კვირეული, რომელიც მიეძღვნა თამარ მეფეს. კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ საქართველოს ისტორიის  ოქროს ხანა -თამარის ეპოქა, ხელი შეეწყო მოსწავლეებში ისტორიული აზროვნების  ჩამოყალიბების უნარისთვის, ისტორიული მოვლენის მიზეზების  ახსნისა და მისი შედეგების გაანალიზების, ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) დანახვის უნარების განვითარებისათვის;
      კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

   I. თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“ ჩაატარა სემინარი- ,,ვარდობისთვე“(თამარ მეფის ეპოქა), სადაც მოწვეულ იყვნენ თორისი საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეები.
   ღონისძიებაზე დაისვა ინტერაქტიური შეკითხვები და ბოლოს მოეწყო შეჯიბრი- თამარ მეფის ეპოქის სახელმწიფო სიმბოლიკების დახატვა.
 ღონისძიების სლოგანი იყო ილიას სიტყვები-,,წარსული მკვიდრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმო მომავლისა. ხალხი... რომელმაც არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდან მოდის და სად მიდის, ბევრად არ გამოირჩევა პირუტყვისგან“.






















II.  დაწყებითი კლასების კათედრამ ჩაატარა პოეზიის საღამო ,,დედა ქართლისა თამარი".







III.  ისტორიის მასწავლებელმა ვანელა გვაჯაიამ IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის მოაწყო ექსკურია ჯიხას ისტორიული ძეგლის დასათვალიერებლად, სადაც მათ შეუერთდათ ხამისქურის სკოლის მოსწავლეებიც და ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება. 








IV. კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ნახატების გამოფენა ,,ლეგენდა საქართველოს ისტორიისა".











V. 15 მაისს შედგა კვირეულის შემაჯამებელი კონფერენცია ,,თამარის ოქროს ხანა", სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევრები:
  •  ქალთა დიპლომატია საქართველოში.
  • ინფორმაცია თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის შემადგენელ ძვირფასს ქვებზე. 
აქვე მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვიერულის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ამსახველი მასალა -,,თორსელი ქალების წვლილი სოფლის ისტორიაში".













No comments:

Post a Comment