Pages

Thursday, 21 May 2015

სასკოლო ქსელის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი ,,მზერა მომავლისკენ"

   თორსის საჯარო სკოლაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ,,ნარკომანიაჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე- ნარკომანია დანაშაულია, ცოდვაა თუ ავადმყოფობა?.
   ღონისძიების ბოლოს გამოყენებულ იქნა  სოციალური და ემოციური უნარების სწავლების მეთოდი. რატომ არის სოციალური უნარები მნიშვნელოვანი? ადამიანი, რომელიც რთული პრობელემების წინაშე დგას, არ არის პიროვნულად განვითარებული და აქვს დაბალი თვითშეფასების უნარი, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი ნარკომანად  ჩამნოყალიბებისა.
ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარება და ამისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება ეხმარება მოსწავლეებს:
·         ამოიცნონ და მართონ თავიანთი ემოციები
·         გადაჭრან კონფლიქტები უფრო ადვილად და ნაკლებ აგრესიულად
·         შეამცირონ შესაძლო დანაშაულის ჩადენისა და ძალადობის რისკები
·         მართონ ცხოვრებაში არსებული სტრესი

·         ბრაზის მართვა და ა.შ









Friday, 15 May 2015

ისტორიის კვირეული-თამარის ეპოქა

    თორსის საჯარო სკოლაში ჩატარდა ისტორიის კვირეული, რომელიც მიეძღვნა თამარ მეფეს. კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ საქართველოს ისტორიის  ოქროს ხანა -თამარის ეპოქა, ხელი შეეწყო მოსწავლეებში ისტორიული აზროვნების  ჩამოყალიბების უნარისთვის, ისტორიული მოვლენის მიზეზების  ახსნისა და მისი შედეგების გაანალიზების, ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) დანახვის უნარების განვითარებისათვის;
      კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

   I. თორსის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,საღი აზრი“ ჩაატარა სემინარი- ,,ვარდობისთვე“(თამარ მეფის ეპოქა), სადაც მოწვეულ იყვნენ თორისი საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეები.
   ღონისძიებაზე დაისვა ინტერაქტიური შეკითხვები და ბოლოს მოეწყო შეჯიბრი- თამარ მეფის ეპოქის სახელმწიფო სიმბოლიკების დახატვა.
 ღონისძიების სლოგანი იყო ილიას სიტყვები-,,წარსული მკვიდრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმო მომავლისა. ხალხი... რომელმაც არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდან მოდის და სად მიდის, ბევრად არ გამოირჩევა პირუტყვისგან“.






















II.  დაწყებითი კლასების კათედრამ ჩაატარა პოეზიის საღამო ,,დედა ქართლისა თამარი".







III.  ისტორიის მასწავლებელმა ვანელა გვაჯაიამ IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის მოაწყო ექსკურია ჯიხას ისტორიული ძეგლის დასათვალიერებლად, სადაც მათ შეუერთდათ ხამისქურის სკოლის მოსწავლეებიც და ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება. 








IV. კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ნახატების გამოფენა ,,ლეგენდა საქართველოს ისტორიისა".











V. 15 მაისს შედგა კვირეულის შემაჯამებელი კონფერენცია ,,თამარის ოქროს ხანა", სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევრები:
  •  ქალთა დიპლომატია საქართველოში.
  • ინფორმაცია თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის შემადგენელ ძვირფასს ქვებზე. 
აქვე მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვიერულის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ამსახველი მასალა -,,თორსელი ქალების წვლილი სოფლის ისტორიაში".













Tuesday, 12 May 2015

გეოგრაფიის კვირეული -დედამიწის დღე

    თორსის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის კვირეული. ამ ღონისძიების მიზანი იყო ეკოლოგიური წიგნიერების უნარების განვითარება მოსწავლეებში. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარება და მათ დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
























   თორსის საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბმა ,,საღი აზრი“ ჩაატარა აქცია ,,გახსოვდეთ, დედამიწა ჩვენი სახლია!“

 ღონიძიების ფარგლებში კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, დაამზადეს პლაკატები, სიმბოლურად დარგეს ერთი ძირი ხე, მოაწყვეს აქცია და ამით თავისი ხმა შეუერთეს მსოფლიოს, რომელიც წელს 45-ედ აღნიშნავს დედამიწის საერთაშორისო დღეს.